Baby Bag

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

უკრაინელი ქალი, რომელიც კიევის მახლობლად შვილთან ერთად ცხოვრობს მედიასთან საუბარში იმ მძიმე ეტაპის შესახებ ყვება, რომლის გადატანაც ბავშვთან ერთად უწევს. 41 წლის მარინა მასწავლებელია. მისი ქალიშვილი სოლომია 8 წლის გოგონაა და ომთან დაკავშირებით დედას უკვე რთულ კითხვებს უსვამს.

„ის ყოველთვის მეკითხება: დედა, თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ? ჩვენ ხომ უკრაინელები ვართ და უკრაინულად ვლაპარაკობთ. ასე რატომ ბრაზობენ ჩვენზე?“- ამბობს აღელვებული დედა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სოლომიას სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

„პუტინი შეშლილი კაცია. ის მანიაკია. უკრაინის შემდეგ ის არ გაჩერდება. შემდეგი ესტონეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და სხვა ქვეყნები იქნებიან,“ - აღნიშნავს მარინა.

მარინას თქმით, მას ქალაქიდან გასვლა ამ ეტაპზე არ შეუძლია, რადგან გზების ნაწილი ჩაკეტილია, დანარჩენ გზებზე კი საშინელი საცობებია.

„არ ვიცი ჩემი შვილი ხვალ ან ზეგ უსაფრთხოდ იქნება თუ არა,“- წუხს სოლომიას აღელვებული დედა.

წყარო: ​wfaa.com

შეიძლება დაინტერესდეთ

137 წლის დედა და 95 წლის შვილი - აფხაზეთში გადაღებული უნიკალური ფოტოს ისტორია

137 წლის დედა და 95 წლის შვილი - აფხაზეთში გადაღებული უნიკალური ფოტოს ისტორია

ქარ­თვე­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი სერ­გო ედი­შე­რაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქზე უნი­კა­ლურ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს: 

„შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში ჩემს ფოტოს გადაღებული 80-იან წლებში აფხაზეთში. ჩემი ფოტონარკვევის გმირი იყო 137 წლის ხფაფ ლაზურია და მისი 95 წლის შვილი ძუკური ლაზურია. მაშინ ბევრ ოჯახში იყვნენ 100 წელს გადაცილებული ადამიანები (ახლა არ ვიცი). უნდა გენახათ, როგორ ეწეოდა სიგარეტს ქალბატონი ხფაფი თან 16 წლიდან ვეწევიოოოოოო. ვოტ ტაკ. აი, ეგრე სეირნობდნენ დედაშვილნი. ისე იაპონელებმა ერთი ექსპერიმენტიც ჩაატარეს. 95 წლის ძუკური ლაზურიაზე (მაშინ იაპონელები იყვნენ დაინტერესებულნი აფხაზ დოლგოჟიტელებით) შეყვარებული ქალბატონი მიუჩინეს, რომელიც ერთი თვის მანძილძე სუპერ სუპერს გაიძახოდა. ეს უკვე ხდებოდა სასტუმრო ,,სოხუმში“.

წაიკითხეთ სრულად