Baby Bag

„1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები,“- ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების რეკლამის აკრძალვაზე

„1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები,“- ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების რეკლამის აკრძალვაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი დღეიდან ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ საუბრობს:

„ონლაინ კაზინოები ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო. უამრავი ადამიანი - არასრულწლოვანი, ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველი პირები იყვნენ დამოკიდებულნი ონლაინ თამაშებზე. ყოველწლიურად ჩვენი მოსახლეობის ფული - 1,5 მილიარდი ლარი იხარჯებოდა ონლაინ კაზინოებში.

1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები. დღეიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა. შეიზღუდა წვდომა ონლაინ თამაშებზე და ონლაინ კაზინოებით ვეღარ ისარგებლებენ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები. ჯამში შეზღუდვები 1 მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. ასევე, პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას,“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა...“

,,ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა...“

,,ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და არავინ არ თქვას, რომ სიყვარული ომი არაა. ომია, სადაც დაჭრილიც კი უნდა წამოდგე, გულმოკლულმა ტკივილს უნდა გაუძლო.


ნამდვილი სიყვარული განშორებასაც უძლებს და ყოველდღიურ სიახლოვესაც. ნამდვილ სიყვარულს ბევრი მტერი ჰყავს და არავინ, თითქმის არავინ ახლობელი. ის იმდენად იშვიათია, რომ ხშირად მისი აღქმაც კი გვიჭირს.


დღეს, რომ რაღაც გართობას სიყვარულს ეძახით, ბინძური თამაშია.


სიყვარული კი წმინდაა, ისევე როგორც უფალი. სათუთია, როგორც თხელი შუშა. თბილია, როგორც მზე და ნათელი როგორც ლურჯი ცა. ცეცხლივით გიზგიზებს ჩვენს გულებში! უნდა შეიყვარო ადამიანის სული, ისე რომ მის სხეულსაც არ იყო ჯერ შეხებული, რადგან იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს ეხებოდე იმ სხეულს, რომლის სულიც სიგიჟემდე გიყვარს. ეს იმდენად იშვიათიაა, რომ ვიცი ბევრი ვერ გაუგებს. ბევრი ოცნებობს მის პოვნაზე და ათასიდან ერთი პოულობს მას.”

ავტორი: მწერალი გოდერძი ჩოხელი 

წაიკითხეთ სრულად