Baby Bag

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

ონლაინლექციაზე ლექტორების შეურაცხყოფის გამო თსუ-დან სტუდენტი გარიცხეს

ონლაინლექციაზე ლექტორების შეურაცხყოფის გამო თსუ-დან სტუდენტი გარიცხეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტი, რომელმაც ონლაინლექციაზე ლექტორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

თსუ-ს ცნობით, გადაწყვეტილება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭომ მიიღო.

ამასთან, თსუ-მ ონლაინლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროს მიმართა.

შეგახსენებთ, Zoom-ის პლატფორმაზე მიმდინარე ონლაინლექციების კადრები ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეოში ისმის, როგორ აყენებს სტუდენტი ლექტორს შეურაცხყოფას. 

წაიკითხეთ სრულად