Baby Bag

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაიცანით იოანე, ის მხოლოდ 3 წლის ბიჭუნაა სამეგრელოდან...“

„გაიცანით იოანე, ის მხოლოდ 3 წლის ბიჭუნაა სამეგრელოდან...“

„გამარჯობა, გაიცანით იოანე ის მხოლოდ 3 წლის ბიჭუნაა სამეგრელოდან, კერძოდ ზუგდიდიდან, მას ჰყავს მშობლები და უმცროსი ძმა. 

ეს ყველაფერი დაბადებისთანავე დაიწყო, აქვს აპერტის სინდრომი, ოთხივე კიდურის სინდაქტილია (ძვლების არასრული ჩამოყალიბება) და ასევე კრანიოსინოსტოზი, (თავის ძვლის არასწორი შეხორცება) რომელიც საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას თურქეთში აჯიბადენის კლინიკაში.

ოპერაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული კერძოდ, 22,800 EUR. ოპერაცია უნდა გაკეტდეს 5 წლამდე, სანამ ტვინი დაიწყებს ზრდას, თუ მანამდე ვერ გაკეთდა დაეწყება გაუსაძლისი ტკივილები რაც შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. თქვენი შემოწირულობები დაეხმარება იოანეს დაასრულოს საჭირო ეტაპები და საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს. იოანეს მშობლებისთვის ძალზე რთული გადაწყვეტილებაა დახმარების თხოვნა, შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაში. თუნდაც მცირედი, ერთი ლარიც კი მნიშნველოვანი დახმარება იქნება. მადლობა წინასწარ ყველას.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე GE65BG0000000161351283 მიმღებია: ალექსი ხარებავა

ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0901701502 1 ზარის ღირებულება ერთი ლარია, ზარი ხელმისაწდომია მხოლოდ მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის.

თხოვნა იქნება ყველამ გააზიაროთ.“

აღნიშნულ პოსტს ფეისბუქზე იოანეს დედა​ ავრცელებს


წაიკითხეთ სრულად