Baby Bag

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

უსიმპათიურესი მამაკაცი პერსონალურ ასისტენტს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს, 52 000 დოლარს გადაუხდის

უსიმპათიურესი მამაკაცი პერსონალურ ასისტენტს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს, 52 000 დოლარს გადაუხდის

​26 წლის მილიონერი მეთიუ ლეპრე პერსონალურ ასისტენტს ეძებს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს, ბიზნეს შეხვედრებს დაესწრება და საქმიანობაში დაეხმარება. 

მოგზაურობის მიზანი ბიზნესის გაფართოებაა. პერსონალურ ასისტენტს ბიზნესმენი მთელი წლის განმავლობაში 52 000 დოლარს გადაუხდის:

„რაც შეეხება ხელფასს, ეს მის მონაცემებზე იქნება დამოკიდებული. მოგზაურობის, სასტუმროსა და დაზღვევის ხარჯებს კი მე ავანაზღაურებ,“ - აღნიშნავს მეთიუ. 

გასულ წელს მეთიუმ იაპონიაში, დუბაიში, ჰავაისა და სიდნეიში იმოგზაურა. 

აღნიშნულ ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ​ბმული. 

წაიკითხეთ სრულად