Baby Bag

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„პროდუქტები იმ ორგანოებს ჰგავს, რისთვისაც სასარგებლოა,“ - გიორგი ფხაკაძე

„პროდუქტები იმ ორგანოებს ჰგავს, რისთვისაც სასარგებლოა,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც პროდუქტებსა და იმ ორგანოებს შორის მსგავსებაზე საუბრობს, რომელი ორგანოებისთვისაც აღნიშნული პროდუქტები სასარგებლოა.

გიორგი ფხაკაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ ავოკადო საშვილოსნოსთვის არის სასარგებლო, პომიდორი - გულისთვის, ჯინჯერი - კუჭისთვის, ჟენშენი - სისხლძარღვებისთვის, ნიახური - ძვლებისთვის, ხახვი - უჯრედებისთვის, კაკალი - ტვინისთვის და ა.შ.

თანდართულ ვიზულურ მასალაში პროდუქტებსა და ორგანოებს შორის მსგავსება აშკარად იკვეთება.

„მთლად 100% ასე არ არის, მაგრამ ახლოს არის. ჯანმრთელობას გისურვებთ!“- წერს გიორგი ფხაკაძე

წაიკითხეთ სრულად