Baby Bag

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ასტრაზენეკას'' გავიკეთებდი კი არა კარაქიან პურზე გადასმულ დარიშხანს შევჭამდი'' - ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის შესახებ კოვიდგადატანილი ადამიანის დამოკიდებულებას გვიზიარებს

,,ასტრაზენეკას'' გავიკეთებდი კი არა კარაქიან პურზე გადასმულ დარიშხანს შევჭამდი'' - ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის შესახებ კოვიდგადატანილი ადამიანის დამოკიდებულებას გვიზიარებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოცილიალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ კოვიდგადატანილი ადამიანის დამოკიდებულებას გვიზიარებს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ:

,,მეგობარმა, რომელმაც კოვიდი რამდენიმე თვის წინ გადაიტანა, ძალიან ლაკონურად ჩამოაყალიბა ვაქცინაციის რაობა და მისი სურვილი გაიკეთოს აცრა, რადგან ის კოშმარი მის ცხოვრებაში კიდევ არ განმეორდეს!

,,ასტრაზენეკას'' გავიკეთებდი კი არა კარაქიან პურზე გადასმულ დარიშხანს შევჭამდი ეგ რო არ განმიმეორდეს ..მეხუთე თვე დასრულდა და ბლოკნოტს ვერ ვიშორებ და საუბრისას სიტყვები მავიწყდება" 

აიცერი!👍💉''- აღნიშნავს ბიძინა კუმუბეგოვი პოსტში. 

წაიკითხეთ სრულად