„მარკის გავლენა გამაოგნებელია და ის ბევრად სცდება ნებისმიერი ადამიანის გავლენას კერძო სექტორიდან და ხელისუფლებიდანაც კი. ის სამ უმსხვილეს საკომუნიკაციო პლატფორმას აკონტროლებს - Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი იყენებს ყოველდღიურად. Facebook-ის საბჭოს წევრები უფრო მრჩევლების როლში გამოდიან ვიდრე მაკონტროლებლის, რადგან გადაწყვეტილების მიღების უპირასტესობა ცუკერბერგს აქვს, ფლობს რა ხმის მიცემის უფლების 60%-იან პაკეტს“,- წერს სოციალური ქსელის თანადამფუძნებელი მოსაზრების სტატიაში.
ჰიუზმა აშშ-ის ხელისუფლებას Facebook-ისა და მის კუთვნილებაში მყოფი Instagram-ისდა WhatsApp-ის დამოუკიდებელ კომპანიებად გაყოფა ურჩია.