ავიარეისი, რომელსაც 160 მგზავრი ტაილანდში, ბანგკოკის აეროპორტიდან ჩინეთის ქალაქ შანხაის მიმართულებით უნდა გადაეყვანა, ქალიშვილის შოპინგის გამო დედამ შეაყოვნა - აღნიშნულის შესახებ Dailymail წერს.
ქალი ბორტგამცილებლებს თვითმფრინავის კარის დაკეტვის საშუალებას არ აძლევდა და ამბობდა, რომ მისი ქალიშვილი მაღაზიაში იმყოფებოდა.
საბოლოო ჯამში დედა-შვილი რეისიდან მოხსნეს, თვითმფრინავი ბანგკოკი-შანხაის მიმართულებით კი ნახევარი საათით გვიან გაფრინდა.