„მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი. ჩემი ფოტოების ნაცვლად დაკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში,“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ საინაუგურაციო სიტყვის დროს განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს - 14 წლის ალექსანდრა და 6 წლის კირილი.