გიორგი გახარია შეხვდა 9 წლის ბიჭს, რომელიც საგზნაო ნიშნებზე ქალის გამოსახვასაც ითხოვს.
„ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია
😊 to be continued...“ - აღნიშნულის შესახებ დაჩი გულუას დედა ნათია ანასტასიადი სოციალურ ქსელში წერს და შს მინისტრთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 9 წლის დაჩიმ შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვნით მიმართა. წერილი დაჩის დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, 9 წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან. ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ," - წერდა დაჩი.