Baby Bag

გიორგი გახარია 9 წლის დაჩი გულუას შეხვდა

გიორგი გახარია 9 წლის დაჩი გულუას შეხვდა

გიორგი გახარია შეხვდა 9 წლის ბიჭს, რომელიც საგზნაო ნიშნებზე ქალის გამოსახვასაც ითხოვს. 

„ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია

😊 to be continued...“ - აღნიშნულის შესახებ დაჩი გულუას დედა ნათია ანასტასიადი სოციალურ ქსელში წერს და შს მინისტრთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ 9 წლის დაჩიმ შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვნით მიმართა. წერილი დაჩის დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, 9 წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან. ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ," - წერდა დაჩი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდ-19-ის სამკურნალოდ ამ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება ახალშობილებშიც,“ - ექიმი ნანა გეგეჭკორი

„კოვიდ-19-ის სამკურნალოდ ამ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება ახალშობილებშიც,“ - ექიმი ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც FDA-ის მიერ ბავშვებში მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილის გამოყენების დაშვების შესახებ საუბრობს:

„3 დეკემბერს, FDA-მ ავტორიზაცია გაუფართოვა ​მონოკლონალური ანტისხეულების კოქტეილს, ბამლანივიმაბის და ეტესევიმაბის (bamlanivimab and etesevimab) შემადგენლობით, უკვე 12 წელს ქვემოთ ასაკის პოპულაციაში. კოვიდ-19-ის სამკურნალოდ და კორონავირუსთან შემხებლობისას პროფილაქტიკისთვის, ამ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება ახალშობილებშიც კი.

ჯერ-ჯერობით არ არსებობს ცნობები მონოკლონალური ანტისხეულების ეფექტურობაზე კორონავირუსის ახლად აღმოჩენილ შტამთან მიმართებაში. ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოქვეყნდა არაერთი საიმედო კვლევა ამ პრეპარატების ეფექტურობაზე, უკვე გავრცელებულ შტამებთან მიმართებაში,“- აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი.

წაიკითხეთ სრულად