ინტერნეტმომხმარებელი მადო გვათუა ფეისბუქში 51-ე საჯარო სკოლასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე მისი შვილი პოლიციელთან ერთადაა. მშობელი საჯაროდ
„მე და ლუკა მადლობას ვუხდით ჩვენს საყვარელ პოლიციელს, გიორგის. ასევე მადლობა შსს-ს ასეთი მაღალი დონის ინტელექტისა და მორალის მქონე კადრისთვის. სკოლასთან გვხდება ყოველ დილით და ძალიან მეხმარება. კარგი პოლიციელი. რაც მთავარია, ისე პროფესიონალურად ახერხებს, რომ გეგონება, ინკლუზიის კურსები აქვს გალილი,“ - წერს მადო გვათუა.