უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. დაცემისას მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. 7 წლის ბიჭი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმის თქმით, კლინიკაში შეყვანისას მოზარდს წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ესკორაციები აღენიშნებოდა.
„მას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, წვივის მოტეხილობის გამო, კიდურზე თაბაშირის ნახვევი დაედო და დაუმუშავდა სახის არეში არსებული ესკორაციები. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას“, - განაცხადა ტრავმატოლოგმა კოტე ლაცაბიძემ.