Baby Bag

ზაჰესის დასახლებაში დაკარგული 3 წლის ბავშვი იპოვეს

ზაჰესის დასახლებაში დაკარგული 3 წლის ბავშვი იპოვეს

ზაჰესის დასახლებაში დაკარგული 3 წლის ბიჭი სამართალდამცავებმა 4-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პატარა თავს კარგად გრძნობს და მშობლებთან ერთად იმყოფება.

მცირეწლოვან ბავშვს ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ. ბავშვი დედასთან ერთად მაღაზიაში იყო, რა დროსაც მოულოდნელად გაუჩინარდა. 3 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყვნენ სამართალდამცველები.

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ სტკივათ ბავშვებს ძვლები? - ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

რატომ სტკივათ ბავშვებს ძვლები? - ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვებში ძვლების ტკივილის ერთ-ერთ ხშირ გამომწვევ მიზეზზე ისაუბრა:

„როდესაც ბავშვები იზრდებიან, ძვალი იზრდება უფრო ჩქარა, ვიდრე კუნთები და მყესები, რომელიც მასზე არის მიმაგრებული. რაღაც მომენტში დგება დისბალანსი, როდესაც ძვალი დიდია, კუნთები შედარებით დაჭიმული. ის თავისი მიმაგრების ადგილებზე ქაჩავს და იწვევს გარკვეული სახის ტკივილებს. კარგი არის ის, რომ ეს არ არის პათოლოგია, მას არ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა.“

„ცუდია ზუსტად ის, რომ მას არ აქვს სპეციფიკური მკურნალობა. კიდევ ერთი, როდესაც ბავშვი მოდის, როგორც უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მას აქვს ზრდის ტკივილი, მე უნდა გამოვრიცხო ყველა შესაძლო ვარიანტი, ყველა შესაძლო პათოლოგია. თუ იქ ყველაფერი წესრიგშია, მერე ვეუბნები მშობლებს: „თქვენს შვილს ზრდის ტკივილი აქვს.“ ცოტა მეტი სპორტი, ცოტა მეტი აქტივობა, ცოტა მეტი მოთმინება და ეს ყველაფერი გაივლის,“- აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად