Baby Bag

ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

ბორჯომში დაკარგული მე-9კლასელი გოგონები, რომლებსაც სამართალდამცველები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გვიან ღამით ზესტაფონში იპოვეს. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.

ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის ორი მოსწავლე გუშინ დილით გაუჩინარდა. მშობლებმა მოზარდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, როცა სკოლიდან აცნობეს, რომ გაკვეთილებს აცდენდნენ. მოგვიანებით, პოლიციამ მოზარდების მობილური ტელეფონები და მაისურები ბორჯომში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში აღმოაჩინა. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბაღებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რისკზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს'' - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

,,ბაღებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რისკზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს'' - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

,,ბაღებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რისკზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს'' - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისი თქმით, როცა საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე, აქ ბაღებიც მოიაზრება:

,,როცა ჩვენ ვსაუბრობთ საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე, აქ ბაღებიც მოიაზრება. როცა დაიწყება სწავლა, ბაღებთან დაკავშირებითაც ზოგადი რეკომენდაციები არის იგივე. აქ რა თქმა უნდა, ონლაინ მექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს იქ, სადაც იქნება ბაღი განთავსებული. ამდენად, აქაც არის ის მექანიზმები, რაც ვიცით რომ მუშაობს, ანუ ინფექციის კონტროლის ზოგადი წესები," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად