Baby Bag

ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

ბორჯომში დაკარგული მე-9კლასელი გოგონები, რომლებსაც სამართალდამცველები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გვიან ღამით ზესტაფონში იპოვეს. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.

ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის ორი მოსწავლე გუშინ დილით გაუჩინარდა. მშობლებმა მოზარდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, როცა სკოლიდან აცნობეს, რომ გაკვეთილებს აცდენდნენ. მოგვიანებით, პოლიციამ მოზარდების მობილური ტელეფონები და მაისურები ბორჯომში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში აღმოაჩინა. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანის მასშტაბით სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება“

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანის მასშტაბით სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება“

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანის მასშტაბით სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვები იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებებით:

„წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო „ლოკდაუნზე“. მე მინდა გითხრათ, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგორვონ. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანის მასშტაბით სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით არ იქნება და ვერ იქნება. მარტივად აგიხსნით რატომ - ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად