Baby Bag

6 წლის დავით თათვიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

6 წლის დავით თათვიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

6 წლის დავით თათვაძე 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. მან მამაიაში მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, ზედიზედ რვა პარტია მოიგო.

„დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული”, - აღნიშნულია ჭადრაკის ფედერაციის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ​ინფორმაციაში.

დავით თათვიძის მწვრთნელი ნანა ჭეფხოძეა.

შეიძლება დაინტერესდეთ

2 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს

2 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად, 5 მცირეწლოვანს უვლიდა. ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა - შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს. პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა.


გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წაიკითხეთ სრულად