Baby Bag

ყველაფერი, რაც 2019 წლის გამოცდებზე უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც 2019 წლის გამოცდებზე უნდა ვიცოდეთ

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით პირველ ივლისს დაიწყება, 23 ივლისს კი, ფიზიკის გამოცდით დასრულდება, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

ამასთან, როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია“,  - განაცხადა სოფო გორგოძემ.

ცნობისთვის, 2019 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის - 12000-მდე კანდიდატი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას კი, 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.

რაც შეეხება მასწავლებლის ჯილდოს აღების მსურველებს, როგორც სოფო გორგოძემ განაცხადა, 800-მა პენსიონერმა პედაგოგმა გამოცდაზე გასვლაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ უარი განაცხადა და ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა, რის გამოც, ისინი რეგისტრაციიდან მოხსნეს.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას აპლიკანტები ელექტრონულად პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, პროგრამებს, ნახულობს შედეგებს) შეძლებენ. ბარათზე დატანილი იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და რეგისტრაციის დაწყების დრო. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდსა და „ფეისბუქ გვერდზე“ გამოქვეყნდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნებიდან ისტორიას ყველაზე მეტი – 12500-მდე აბიტურიენტი აბარებს.

2019 წლის მთავარი სიახლეა, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

გამოცდები 2019 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება, რაც ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის ემზადებით...

თუ 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის ემზადებით...

მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 10 ივლისს პროფესიული უნარების გამოცდით დაიწყება და 21 ივლისს - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდით დასრულდება.

გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის გამოგადგებათ:

​​2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება - განრიგი

2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები






წაიკითხეთ სრულად