Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ნამიბიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის სამკურნალოდ სპილოს ფუნა არ გამოიყენოს

ნამიბიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის სამკურნალოდ სპილოს ფუნა არ გამოიყენოს

ნამიბიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის სამკურნალოდ სპილოს ფუნა არ ​გამოიყენოს

ნამიბიის მოსახლეობამ სპილოს ფუნის გამოყენება კორონავირუსის სამკურნალოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ მედიაში მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. 

გარემოს დაცვისა და ტურიზმის სამინისტროს სპიკერი, რომეო მუუნდა აცხადებს, რომ სოციალურ მედიაში სპილოს ფუნას უამრავი ადამიანი, საკმაოდ ძვირად ყიდის. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ სპილოს ფუნას კორონავირუსის განკურნება შეუძლია. ამიტომ ეს ინფორმაცია შეიძლება, შეფასდეს როგორც ყალბი განაცხადი. 

ნამიბიაში არაერთი ექიმბაში ამტკიცებს, რომ სპილოს ფუნა სხვადასხვა, მათ შორის, თავისა და კბილის ტკივილსაც აყუჩებს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლა ამ საშუალებით გადაწყვიტეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ნამიბიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 4 344 შემთხვევაა დადასტურებული და 36 ადამიანი კი გარდაცვლილი. 

წყარო: reuters

წაიკითხეთ სრულად