Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქალთა ფონდ „სოხუმსა“ და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქალთა ფონდ „სოხუმსა“ და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ხობის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საკრებულოს თავმჯდომარემ - ლევან ქავთარაძემ და ფონდის თავმჯდომარემ - ალლა გამახარიამ მოაწერეს ხელი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკუთარ წვლილს შეიტანენ გენდერული საბჭოების გაძლიერებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში, ხელს შეუწყობენ ქალების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ერთობლივად განახორციელებენ ეფექტურ ინიციატივებს,ახალგარდულ პროექტებს და სხვა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობით, სამოქალაქო საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების და გენდერული სამართლიანობის კიდევ ერთი გარანტია.

ჩვენი ფონდი უკვე წლებია ათ მუნიციპალიტეტთან ინტენსიურად თანამშრომლობს და თითოეულთან ბევრი წარმატებული პროექტის განხორციელება შევძელით. იმედი გვაქვს, ხობის მუნიციპალიტეტშიც ბევრ ,,წარმატების ისტორიასშევქმნით ურთიერთთანამშრომლობის სწორი სტრატეგიით  - აცხადებს ქალთა ფონდ ,,სოხუმის“ ხელმძღვანელი - ალლა გამახარია.

R. 

წაიკითხეთ სრულად