Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ჩცდ - ს გოგოები - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ჩცდ - ს გოგოები - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ხვალ, 25 ოქტომბერს ზუსტად 22:00 საათზე ტელემაყურებელი „ჩცდ“-ს მე-16 სეზონის პირველ სერიას იხილავს. 

სერიალი ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას გავა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში. 

სერიალის ერთ-ერთი პერონაჟი კატო კირვალიძე, რომლის როლსაც ნინო გაჩეჩილაძე ასრულებს, ინსტაგრამზე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც თინას პერსონაჟი არ ჩანს, რაც კითხვას აჩენს. იქნება თუ არა თინას პერსონაჟი ახალ სეზონში, ამას მაყურებელი მოგვიანებით ნახავს, მანამდე კი ნახეთ „ჩცდ“- ს გოგოების ფოტოსესია.





წაიკითხეთ სრულად