Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,უფასო კლინიკის იდეა - არავის სურს ფულის ჩადება ისეთ საქმეში, სადაც შემოსავალი არ ექნებათ''

,,უფასო კლინიკის იდეა - არავის სურს ფულის ჩადება ისეთ საქმეში, სადაც შემოსავალი არ ექნებათ''

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში უფასო კლინიკის შესახებ წერს. მისი თქმით, არავის სურს ფულის ჩადება ისეთ საქმეში, სადაც შემოსავალი არ ექნებათ:

​,,უფასო კლინიკის იდეა,- ასეთი რამ ჩვენთან შეუძლებელია. მთელი ამ დროის განმავლობაში ათობით ბიზნესმენს, ხელმძღვანელს, იურისტს შევხვდი, საქართველოს საზღვრებსაც კი გავცდი. არავის სურს ფულის ჩადება ისეთ საქმეში, სადაც შემოსავალი არ ექნებათ. აბსულუტურად არავის, არც ღარიბი ადარდებთ და არც- ავადმყოფი. შეღავათსაც კი არ მიკეთებდნენ და უფრო ძვირად მთავაზობდნენ ყველაფერს. ჩემით კიდევ 7 მილიონ დოლარს ალბათ ცხოვრების ბოლომდეც ვერ ვიშოვი. ხალხის ფულს არ ავიღებ და ვიღაცებს არ ვალაპარაკებ, რომ პოპულარობა ხალხისგან ფულის მისაღებად მოიპავაო. სამწუხაროდ, ხალხის ფულითაც ვერ შეგროვდება ამდენი.

ადამიანი ძალიან სუფთა სინდისით ვარ.
არ გამოდის უფასო კლინიკა, არა უშავს. ფასიანი იქნება, მაგრამ მაინც არ დავნებდები, ამჯერად სხვა მიდგომით ვიქნები.
ბევრს გაუხარდება, რომ “უფასო კლინიკის” მიზანს ვერ მივაღწიე, ბიზნესი არ გაუფუჭდებათ,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 


წაიკითხეთ სრულად