Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა ავუკრძალოთ თუ არა ბავშვებს ფილმებში კოცნის სცენის ყურება

უნდა ავუკრძალოთ თუ არა ბავშვებს ფილმებში კოცნის სცენის ყურება
უნდა ავუკრძალოთ თუ არა ბავშვებს ფილმებში კოცნის სცენის ყურება? - თემაზე ფსიქოლოგმა, პროფესორმა ნატა მეფარიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი ​მალაზონია“ ისაუბრა. 

ნახეთ ვიდეო ☝️


წაიკითხეთ სრულად