Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ცნობილმა უკრაინელმა მსახიობმა პაშა ლიმ 9 ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, თავად კი გმირულად დაიღუპა

ცნობილმა უკრაინელმა მსახიობმა პაშა ლიმ 9 ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, თავად კი გმირულად დაიღუპა

ცნობილი უკრაინელი მსახიობი და ტელეწამყვანი პაშა ლი 6 მარტს ირპენში ტრაგიკულად დაიღუპა. ცნობილმა მომღერალმა კამალიამ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც პაშა ლის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ისაუბრა.

„ჩემი მოდერატორი დიმა პაშასთან ერთად მსახურობდა ბატალიონში. მან ზურგის, ფეხისა და მუცლის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო. ორივე მაშინ დაიჭრა, როდესაც ირპენში ალმოდებული სახლიდან ბავშვების ევაკუაცია მიმდინარეობდა. პაშამ და დიმამ თავიანთი ჯავშანჟილეტები გაიხადეს და ბავშვებს გაფააფარეს, რათა ისინი ტყვიებისგან დაეცვათ. მებრძოლებმა ყველა ბავშვის გადარჩენა შეძლეს. პაშა ლი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, დიმა კი საავადმყოფოში მკურნალობს,“- წერს კამალია ინსტაგრამზე.

კამალიას ცნობით, პაშა ლის გმირობამ ირპენში 9 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.

წყარო:​ tsn.ua

წაიკითხეთ სრულად