Baby Bag

„დაბნელების პიკი იქნება დაახლოებით ღამის 12-დან 2 საათამდე“

„დაბნელების პიკი იქნება დაახლოებით ღამის 12-დან 2 საათამდე“

17 ივლისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პოსტს თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

„ჩემო მეგობრებო 
შეგახსენებთ, რომ ხვალ 17 ივლისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა!

დაბნელების პიკი იქნება ამაღამ დაახლოებით ღამის 12-დან 2 საათამდე...

იყავით მეტი ყურადღებით, მეტი პოზიტიურობითა და მეტი სიმშვიდით გაიარეთ ეს ღამე და შემდეგი 3-5 დღე, განსაკუთრებით ქალბატონებზე იმოქმედებს, ექნებათ მოჭარბებული ენერგიები და ამიტომ ნუ გადაიღლით თავს, აკონტროლეთ თქვენი ემოციები და ენერგიები!

ძალიან კარგია ამ დროს
ჩამოწეროთ გეგმა იმ საქმეებისა, რომელიც უკვე დაწყებული გაქვთ და ჯერ ვერ დაგიმთავრებიათ,

ასევე დაწერეთ თუ როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრებისეული სფეროები, მათ შორის კარიერაში რას შეიძლება რომ მიაღწიოთ...

ასევე დაწერეთ რა საქმის საძირკველი გინდათ , რომ ჩაიყაროს ახლა და განვითარდეს შემდგომში...

დიდი მნიშვნელობა აქვს
თუ როგორ გაატარებთ უახლოეს 3-5 დღეს...

სიკეთეს გისურვებთ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

მშვილდოსანი სტატისტიკის მიხედვით საუკეთესო დედამთილია... მას კარგად შეუძლია რძალთან მეგობრობა - ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დედამთილებს ახასიათებს

მშვილდოსანი სტატისტიკის მიხედვით საუკეთესო დედამთილია... მას კარგად შეუძლია რძალთან მეგობრობა - ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დედამთილებს ახასიათებს

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დედამთილებისთვის დამახასიათებელ ძირითად თავისებურებებსა და თვისებებზე საუბრობს:

ვერძი

ვერძი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული დედამთილი საკმაოდ რთული ხასიათისაა, რადგან ეს ზოდიაქოს ნიშანი საკმაოდ მკაცრია. ასეთ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება რთულია. კარგია, თუ მასთან იმეგობრებთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია. მის შენიშვნას ყოველთვის იუმორით ან სიმშვიდით უნდა უპასუხოთ. მას კონკურენტები არ უყვარს, ამიტომ არ გაუწიოთ კონკურენცია სამზარეულოში ან საყვარელი ადამიანის სიყვარულში.

კურო

თუ მისი ძალიან ახლობელი არ ხართ, პირველ ეტაპზე, შესაძლოა, იყოს ძალიან სიტყვაძუნწი. კუროს ნიშნით დაბადებული ქალები ენაწყლიანები არ არიან. ეს არის ადამიანი, რომელიც იდეალურად უძღვება ოჯახს, არის არაჩვეულებრივი კულინარი, უვლის სახლს. შესაძლებელია, უყვარდეს მცენარეები, ჰქონდეს ბაღი. ერთადერთი რაც თქვენ მოგეთხოვებათ, არის ის, რომ არ შეიტანოთ მის ოჯახში ქაოსი. დედამთილ კუროს არ მოეწონება რძალი, რომელიც არის ძალიან მფლანგველი და ფულთან მიმართებაში უყაირათო. მას არ უყვარს უთავბოლოდ მლანგველი ადამიანები.

ტყუპები

ერთადერთი რაც ამ ნიშნის დედამთილის რძალს მოეთხოვება, საუბრის მიმართ დიდი სიყვარულია. შესაძლებელია, ტყუპმა დედამთილმა შენიშვნა ძალიან პირდაპირ და უტაქტოდ მოგცეთ, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ მას ცუდი განზრახვა არ ამოძრავებს.

კირჩხიბი

კირჩხიბი საკმაოდ რთული დედამთილია. ის შვილებს აღმერთებს. თუ თქვენ არ ზრუნავთ თქვენს მეორე ნახევარზე, შესაძლებელია, ეს გაბრაზების საბაბი გახდეს.

ლომი

ლომი არის კარიერით დაკავებული, აქვს რაღაც საკუთარი საქმე. ხშირ შემთხვევაში ის იქნება ავტორიტეტული ფიგურა. თუ მას არ აქვს საკუთარი პროფესია, ნათესავებში მაინც იქნება აუცილებლად ავტორიტეტი და ჭკუის საკითხავი ადამიანი. სხვების დასანახად ის თქვენთან ყოველთვის კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებს. თუ თქვენ მას შესაბამისი პატივისცემით არ მოეპყრობით, შესაძლებელია თქვენს შორის ბზარი გაჩნდეს. ერთ მარტივ ეშმაკობას გასწავლით, თუ თქვენი დედამთილი არის ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული, ხშირად შეაქეთ.

ქალწული

ქალწულ დედამთილს ძლიერი სითბოს გამოხატვა არ შეუძლია, ამიტომ, შესაძლოა, თქვენს მეორე ნახევარს ბავშვობაში სითბო აკლდა. ეს ყველაფერი თქვენ უნდა აანაზღაუროთ. ქალწული პერფექციონისტია. თუ ქაოსური ადამიანი ხართ, ეს თქვენს შორის კონფლიქტის საბაბი გახდება.

სასწორი

სასწორი ესთეტიკისადმი სიყვარულით გამოირჩევა. ის საკმაოდ ამბიციურია და შეუძლია დიპლომატიით მთელი ოჯახის მართვა. ის თქვენთან კონფლიქტში ღიად არასდროს შემოვა, თუმცა კარგად შეუძლია ცივი ომის წარმოება.

მორიელი

მორიელი დედამთილი თავისი ბუნების გამომჟღავნებას არ ერიდება. ის არის ძალიან რთული. მასთან ურთიერთობაში დაგჭირდებათ აუცილებლად მიდგომა. ეს არის ადამიანი, რომელიც კარგსაც ძალიან კარგად ხედავს და ცუდსაც ძალიან კარგად ხედავს. მას აქვს საოცრად კარგი ინტუიცია, ვერ მოატყუებთ. ჩემი მთავარი რჩევა იქნება, დაიცვათ მასთან გარკვეული დისტანცია. არც ძალიან ახლოს მოუშვათ და არც თქვენ ეცადოთ მის პირად სივრცეში ზედმეტად შეღწევას.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი სტატისტიკის მიხედვით საუკეთესო დედამთილია. მას კარგად შეუძლია თქვენთან მეგობრობა. რძლის მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილია.

თხის რქა

თხის რქის ნიშანს ტრადიციები უყვარს. თუ ტრადიციებს ვერ ეგუებით, შესაძლოა, კონფლიქტი გქონდეთ მასთან. აუცილებელია, რომ გარკვეულ ავტორიტეტს წარმოადგენდეთ, თუნდაც თქვენს პროფესიაში.

მერწყული

მერწყული მეგობრული დედამთილია. ის არის ძალიან ჰუმანური და თავისუფლების მოყვარული. ის არასდროს ჩაერევა თქვენს ცხოვრებაში. მას მტკიცედ სჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება მოიქცეს ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ. მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ დედამთილთან შეგიძლიათ თამამად იაროთ პირსინგით, ტატუირებით. ის ამ ყველაფერს ძალიან გაგებით შეხვდება.

თევზები

თევზ დედამთილს ბევრ რამეზე შეუძლია თვალი დახუჭოს. ის ემოციური ადამიანია და მისი იმიჯის მიუხედავად, შესაძლებელია, უეცრად მრისხანებაც გამოავლინოს.

წყარო: ​Music Box

წაიკითხეთ სრულად