Baby Bag

„დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს სტეფანწმინდაში...“

„დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს სტეფანწმინდაში...“

ისტორიკოს ბუბა კუდავას ცოლ-შვილს სტეფანწმინდაში დასვენების დროს, როგორც თავად ისტორიკოსი ამბობს დაუჯერებელი ისტორია გადახდა.  

ბუბა კუდავა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ​Moms.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს დღეს სტეფანწმინდაში.

საოჯახო სასტუმროს – Ia's GuestHouse Kazbegi (კოსტავას ქ. 53) მეპატრონემ, ქალბატონმა ეთერ პაპიაშვილმა, სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა.

მიზეზი არ გაინტერესებთ?

ბავშვები ხმაურობენო (!).

ახლა მალე უცხოელებს ველოდები და ამ ხმაურის გამო ბუქინგზე უარყოფით შეფასებას დამიწერენო (!).

როცა მეუღლემ მეპატრონეს აუხსნა, რომ ასე არ მოსულა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაგიერი სასტუმრო მაინც შემოეთავაზებინა, პასუხად ასეთი ფრაზები მიიღო:

„ჩემი სახლია და წადით ჩემი სახლიდან“, „მოუსვით აქედან“, „თქვენ თვითონ შეარჩიეთ სხვა სასტუმრო“...

ქალბატონო ეთერ,
დარწმუნებული ვარ, ვერ ხვდებით რა გააკეთეთ.

ვერც იმას ხვდებით, რომ 3 წლის ბავშვების კისკისისა და ჟივილ-ხივილის გამო არცერთი უცხოელი უარყოფით შეფასებას არ წერს.

ვერც იმას, რომ ცხოვრებასა და ბიზნესში მთავარი რამ ადამიანისა და საქმის სიყვარულია.

რაც არ უნდა გიხსნათ, ვერაფერს გაიგებთ, რადგან თქვენ 3 წლის ორი გოგონა გამოაგდეთ სასტუმროდან.

მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ შანსი, რომ რამე გაიგოთ:

1. როცა თქვენი სასტუმროს რეპუტაციაზე სათანადოდ ვიზრუნებ (გპირდებით!).

2. როცა ბავშვთა უფლებების ფეხქვეშ გათელვისთვის სათანადო პასუხს აგებთ (გპირდებით!).

ჩემო ძვირფასებო, უამრავო ნაცნობ-უცნობებო,
არასოდეს მითხოვია ჩემი პოსტების გაზიარება.

ახლა გთხოვთ.
(გაზიარებისას გთხოვთ ტექსტიც დააკოპიროთ)

ყველას გთხოვთ, ვისაც ჩემნაირად გსურთ, რომ ღირსეულ ქვეყანაში ვიცხოვროთ.

პატივისცემით,
ბუბა კუდავა,
#თუთამარიამი-ს მამა
18 ივლისი, 2019.

. . . . . . . . . . .

P. S.
ამასობაში ფბ-გვერდი გაუუქმებიათ.
კარგია! ანუ გეგმა მუშაობს. ანუ ბიზნეს-რეპუტაციის შელახვა ხშირად მშვენიერი გამოსავალია,“ - აღნიშნავს ბუბა კუდავა.

ბუბა კუდავას სოციალურ ქსელში სასტუმროს მეპატრონე ეთერ პაპიაშვილი პასუხობს. სასტუმროს დიასახლისის საპასუხო წერილი იხილეთ ბმულზე -„პედაგოგი ქალი ვარ, როგორ შეიძლება მძულდეს ბავშვები...“ - სასტუმროს მეპატრონე ბუბა კუდავას პასუხობს

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ვებრძვი უმძიმეს დიაგნოზსს ძვლის სარკომას. ამავდროულად უსახსრობის გამო არსებობს კითხვა - გადავრჩები?''

,,ვებრძვი უმძიმეს დიაგნოზსს ძვლის სარკომას. ამავდროულად უსახსრობის გამო არსებობს კითხვა - გადავრჩები?''

27 წლის ლიკა ჩაკვეტაძე უმძიმეს სენს - ძვლის სარკომას ებრძვის. ლიკას საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება:

,,მოგესალმებით ყველას. მე ვარ ლიკა ჩაკვეტაძე 27 წლის, პატარა ანამარიას დედა. ვებრძვი უმძიმეს დიაგნოზსს ძვლის სარკომას, ძვლის დაშლას. ყოველდღე გაუსაძლის ტკივილებს ვუძლებ. მეშინია ყოველი ნაბიჯის გადადგმის. მეშინია რომ ერთ დღესაც ჩემი ძალა გამოცლილი ფეხები ვეღარ გაუძლებს ამდენ ტკივილს და დაიშლება ერთი ნაბიჯით.! ძნელია ამ შიშით ცხოვრება. ძნელია იმაზე ფიქრი რომ კიბო მაქვს. ამავდროულად უსახსრობის გამო არსებობს კითხვები გადავრჩები? თუ ვერა? ჩემს შვილს დედობას გავუწევ? თუ ვერა? ეს ფიქრები მანადგურებს. გთხოვთ ნუ დამტოვებთ მაარტო ამხელა განსაცდელში. მე თქვენ მჭირდებით. #კიბო#განაჩენი#არ#არის
🙏🙏 გთხოვთ 🙏🙏🙏 დამიდექით გვერდში დამეხმარეთ. რომ შევძლო და დროულად დავამარცხო კიბო. რეკვიზეტები 👉 საქართველოს ბანკი პირადი ნომერი 33-00-106-2845 GE60GB0000000131319494 #მიმღები #თამთა#ფასიეშვილი👉 თიბისი ბანკი პირადი ნომერი 👉 25001018109 GE28TB7911645061100098 #მიმღები#დარეჯანი#სურმანიძე. 🙏🙏🙏 მადლობა ყველას თითეული ჩარიცხული ლარისთვის. თქვენი თანადგომით მე გადავრჩები. ამის მჯერა და მწამს...'' - აღნიშავს ლიკა. 

წაიკითხეთ სრულად