Baby Bag

აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის სამედიცინო უნივერსიტეტში ქრთამი აიღეს

აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის სამედიცინო უნივერსიტეტში ქრთამი აიღეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ​ავრცელებს

სუსის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის საჭირო გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

„გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს,“ - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის დაიწყება ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები?

როდის დაიწყება ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები?

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები დაიწყება 2019 წლის 31 დეკემბერს და გაგრძელდება 2020 წლის 14 იანვრის ჩათვლით. 

სააღმზრდელო პროცესი ბაღებში 15 იანვრიდან განახლდება.

წაიკითხეთ სრულად