პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს მომხდარი ფაქტი არ ახსოვს - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა, ალექსი გაბუნიამ განუცხადა.
„კადრებში შეიძლება ჩანს, მაგრამ მას ეს ფაქტი არ ახსოვს. ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ახსოვს, რომ პეკინზე მაღაზიებს ათვალიერებდა, რომ სახლიდან წამოვიდა, ისიც ახსოვს, რომ მაღაზიებში შესვლასაც აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და შემდეგ არაფერი ახსოვს. დანის ქონას კატეგორიულად უარყოფს, არ მქონიაო, ამბობს. ბრალის დადგენილებით დაზიანება დანით არის მიყენებული. საბოლოოდ ექსპერტიზა განსაზღვრავს, დაზიანება მძიმე არის თუ არა.
მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. მკურნალობდა და ახლაც მკურნალობს, საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს. დიდი ალბათობით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნება. თუ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა, ჩვენ მოვითხოვთ. პატიმარს დღეს პირველად შევხვდი, 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, მეტი ინფორმაცია არ მაქვს. მას დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რამდენიმე ათეული წელია. სამედიცინო დაწესებულებაშიც იწვა,“ - აცხადებს ადვოკატი.
იხილეთ ასევე:
„უცებ ამას ჩავუარეთ საპირისპირო მხრიდან და თავში ჩაარტყა...“ - რას იხსენებს ფეისბუქმომხმარებელი ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა