Baby Bag

რა მდგომარეობაა თბილისის ბაგა-ბაღების სამზარეულოებში - (ფოტოები)

რა მდგომარეობაა თბილისის ბაგა-ბაღების სამზარეულოებში - (ფოტოები)

თბილისის ბაგა-ბაღებში კვების ბლოკების მონიტორინგი სააღმზრდელო წლის დაწყების პირველივე დღიდან განახლდა, - ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამზარეულოს მუშაობას, საკვების მომზადებასა და სანჰიგიენური ნორმების დაცვას სააგენტოს ხელმძღვანელი პირადადაც აკონტროლებს. კახაბერ გვანცელაძე მონიტორინგის მიზნით, N74, N3, N56 და N84 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა.

16 სექტემბრიდან ბაღებში საკვებიც მომზადება დადგენილი სტანდარტების მიხედვით შეუფერხებლად მიმდინარეობს, მოწესრიგებული და განახლებულია სამზარეულოს ინვენტარი, დაცულია სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფას 16 სექტემბრიდან ორი ახალი კომპანია ახორციელებს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის გზით გამოვლინდა. მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბაგა-ბაღებს კომპანია „ეკოლუქსი“, მარჯვენა სანაპიროზე კი კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ ამარაგებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

​თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები

​თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები. მის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე მიიიღეს.

ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.

​საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, მათ შორის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს.

წაიკითხეთ სრულად