Baby Bag

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

პოლიციამ 19 წლის გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზრახველთან - ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს - 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა.

სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო, ფ.ა. და ი.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეიძლება დაინტერესდეთ

პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე 3 წლის ბავ­შვის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულ ქალს მომ­ხდა­რი ფაქ­ტი არ ახ­სოვს

პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე 3 წლის ბავ­შვის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულ ქალს მომ­ხდა­რი ფაქ­ტი არ ახ­სოვს

პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე 3 წლის ბავ­შვის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულ ქალს ​მომ­ხდა­რი ფაქ­ტი არ ახ­სოვს - აღნიშნულის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, ალექ­სი გა­ბუ­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

„კადრებში შეიძლება ჩანს, მაგრამ მას ეს ფაქტი არ ახსოვს. ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ახსოვს, რომ პეკინზე მაღაზიებს ათვალიერებდა, რომ სახლიდან წამოვიდა, ისიც ახსოვს, რომ მაღაზიებში შესვლასაც აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და შემდეგ არაფერი ახსოვს. დანის ქონას კატეგორიულად უარყოფს, არ მქონიაო, ამბობს. ბრალის დადგენილებით დაზიანება დანით არის მიყენებული. საბოლოოდ ექსპერტიზა განსაზღვრავს, დაზიანება მძიმე არის თუ არა. 

მას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. მკურ­ნა­ლობ­და და ახ­ლაც მკურ­ნა­ლობს, საკ­მა­ოდ მძი­მე პრე­პა­რა­ტებს იღებს. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ფსი­ქი­ატ­რი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და­ი­ნიშ­ნე­ბა. თუ ბრალ­დე­ბის მხა­რემ არ ჩა­ა­ტა­რა, ჩვენ მო­ვი­თხოვთ. პა­ტი­მარს დღეს პირ­ვე­ლად შევ­ხვდი, 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­სა­უბ­რე, მეტი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. მას დიდი ხა­ნია, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიც იწვა,“ - აცხა­დებს ადვოკატი.

იხილეთ ასევე:

„უცებ ამას ჩავუარეთ საპირისპირო მხრიდან და თავში ჩაარტყა...“ - რას იხსენებს ფეისბუქმომხმარებელი ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა


წაიკითხეთ სრულად