Baby Bag

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

თბილისში, პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 3-წლიანი მკურნალობა დაენიშნა.

შეგახსენებთ, რომ 3 წლის ბავშვი გამვლელმა ქალმა 27 აგვისტოს დაჭრა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად პეკინის გამზირზე მიდიოდა. ქალი მოულოდნელად მივარდა ბავშვთან და სახის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა. პოლიციამ მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავა.


შეიძლება დაინტერესდეთ

,,ეს წესი ვრცელდება მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინაზე''

,,ეს წესი ვრცელდება მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინაზე''
ექიმი ნანა გეგეჭკორი ფაიზერის ბუსტერ დოზის შესახებ საუბრობს:

,,FDA დღეს დაამტკიცა მესამე, ეგრეთ წოდებული ბუსტერ დოზა Pfizer-ით ვაქცინირებული პოპულაციის ნაწილისთვის. ბუსტერ დოზა დამტკიცდა გადაუდებელი ავტორიზაციის სტატუსით.

მესამე დოზის მიღება შესაძლებელია, სრულად ვაქცინირებიდან 6 თვის შემდგომ, შემდეგი ჯგუფებისთვის:

  • 65 წელს გადაცილებულებს
  • 18 - 65 წლის ფარგლებში კოვიდი-19-ის მძიმე ფორმებით ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანებს
  • 18 - 65 წლის ასაკის ადამიანებს, ვისაც კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის შემცველ გარემოში უწევთ ყოფნა
P.S. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინაზე. ავტორიზაციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ამ კონკრეტული ვაქცინის აპლიკაცია. ეს წესი ჯერჯერობით არ ვრცელდება არც ერთ სხვა ვაქცინაზე და არც სხვა ვაქცინებით აცრილი ადამიანებში ბუსტერ დოზად Pfizer-ის გამოყენებაზე,'' - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი. 

წაიკითხეთ სრულად