მედია პორტალი Moms.ge და ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი „დიალოგი“ ერთობლივ კონკურსს იწყებს.
თუ ხარ დედა და გაქვს შენს პატარასთან გადაღებული ფოტო, რომელიც შენი აზრით ყველაზე კარგად ასახავს/გადმოსცემს დედაშვილურ სიყვარულს, გამოგზავნე Moms.ge-ს ლაიქ გვერდზე ან მეილზე: [email protected].
კონკურსს რამდენიმე გამარჯვებული ეყოლება და ისინი ლაიქების/მოწონებების საშუალებით გამოვლინდებიან.
ფოტოს გამოგზავნა შესაძლებელია 31 დეკემბრამდე
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 15 იანვარს.
კონკურსის წესები:
- ერთი მონაწილე გზავნის მხოლოდ ერთ ფოტოს;
- ფოტოზე გამოსახული უნდა იყოს დედა-შვილი;
- ფოტოზე ასახულ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფოტოს გამომგზავნს.
გამარჯვებულები გახდებიან Moms.ge-ს „მცოდნე დედების კლუბის“ წევრები და „დიალოგის“ პროფესიონალ ფსიქოლოგებთან გაივლიან უფასო კონსულტაციას ბავშვებთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო თემებზე.