Baby Bag

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით 8 ბავშვი დაშავდა

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით 8 ბავშვი დაშავდა

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების გამო იაშვილის სახელობის კლინიკაში 8 ბავშვი მოხვდა. მათგან შვიდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მერვე პაციენტი კი მალევე გაეწერა სახლში.

კლინიკის ინფორმაციით, არასრულწლოვნებს დაზიანება კიდურების არეში აქვთ მიღებული. ერთ-ერთ მცირეწლოვანს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

პიროტექნიკის გამოყენებით მიღებული თვალის ტრავმების შესახებ ოფთალმოლოგი თამარ ცირეკიძე საუბრობს

პიროტექნიკის გამოყენებით მიღებული თვალის ტრავმები - აღნიშნულ თემაზე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი, თამარ ცირეკიძე საუბრობს. 


წაიკითხეთ სრულად