Baby Bag

506 განკურნებული და 362 გარდაცვლილი - უახლესი მონაცემები კორონავირუსის შესახებ

506 განკურნებული და 362 გარდაცვლილი - უახლესი მონაცემები კორონავირუსის შესახებ

ბოლო მონაცემებით (03.02.2020, 15:45), ახალი კორონავირუსისგან მსოფლიოს მასშტაბით 506 ადამიანი განიკურნა, გარდაცვლილია 362, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 17 485-ს მიაღწია. ამ დროისთვის კორონავირუსის შემთხვევა 25-ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ ფილიპინებში დაფიქსირდა. 44 წლის ჩინელი კაცი ფილიპინებში უხანიდან ჩავიდა. იგი ფილიპინებში ჩასვლამდე იყო კორონავირუსით დაავადებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის მთავარ მიზეზად იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებმაც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსისგან დაცვის ყველაზე უცნაურ ,,გამოგონებებს'' შორის ქართველის მეთოდიც მოხვდა

კორონავირუსისგან დაცვის ყველაზე უცნაურ ,,გამოგონებებს'' შორის ქართველის მეთოდიც მოხვდა
ჯანდაცვის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსისგან თავის დასაცავად სხვადასხვა საშუალებას უნდა მივმართოთ: ​დავიბანოთ ხელები ხშირად, არ შევეხოთ ხელებით სახეს, გამოვიყენოთ პირბადე, ხელთათმანები, სახლში მივსვლითანავე გავიხადოთ საგარეო ტანსაცმელი და ​ფეხსაცმელი, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ყველაზე მნიშვნელოვანი - დავრჩეთ სახლში.

თუმცა ზოგიერთი ადამიანის კორონავირუსისგან თავდაცვა სასაცილოც კია. ​მსოფლიოს გარშემო არსებულ მსგავს შემთხვევებს შორის ქართველი მამაკაცი მოხვდა, რომელიც თავს ვირუსისგან გადაჭრილი პლასტმასის ბოთლით იცავდა. 

ნახეთ ფოტოები

წაიკითხეთ სრულად