Baby Bag

506 განკურნებული და 362 გარდაცვლილი - უახლესი მონაცემები კორონავირუსის შესახებ

506 განკურნებული და 362 გარდაცვლილი - უახლესი მონაცემები კორონავირუსის შესახებ

ბოლო მონაცემებით (03.02.2020, 15:45), ახალი კორონავირუსისგან მსოფლიოს მასშტაბით 506 ადამიანი განიკურნა, გარდაცვლილია 362, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 17 485-ს მიაღწია. ამ დროისთვის კორონავირუსის შემთხვევა 25-ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ ფილიპინებში დაფიქსირდა. 44 წლის ჩინელი კაცი ფილიპინებში უხანიდან ჩავიდა. იგი ფილიპინებში ჩასვლამდე იყო კორონავირუსით დაავადებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის მთავარ მიზეზად იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებმაც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ არ დაგვემართოს ან მსუბუქად გადავიტანოთ COVID-19 - 5 მედიკამენტის კომბინაცია, რომელსაც გიორგი ღოღობერიძე ასახელებს

როგორ არ დაგვემართოს ან მსუბუქად გადავიტანოთ COVID-19 - 5 მედიკამენტის კომბინაცია, რომელსაც გიორგი ღოღობერიძე ასახელებს

როგორ არ დაგვემართოს ან მსუბუქად გადავიტანოთ COVID-19 - აღნიშნულ თემაზე ექიმი რეზიდენტიი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

..ერთ-ერთი კლინიკის პროტოკოლში საკმაოდ სანიტერესო კომბინაცია გაჩნდა ვიტამინების და დანამატებისა, რომელთა მიღების შემთხვევაში პაციენტებს ჰქონდათ კორონავირუსის ძალიან მსუბუქი ფორმა ან შეიძლება, ითქვას არც კი ჰქონდათ კორონავირუსის განვითარება დაავადების სახით. მედიკამენტები, რომლებსაც მე დღეს ვასახელებ კორონავირუსს არ ამარცხებს, მაგრამ ამ მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში შეიძლება, შემცირდეს დაავადების განვითარების ალბათობა ან თუ დაავადება განვითარდება, მაშინ ის წარიმართება ბევრად მსუბუქი ფორმით, ვიდრე შეიძლება წარმართულიყო,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

ნახეთ ვიდეო, სადაც გიორგი ღოღობერიძე მედიკამენტების კომბინაციას ასახელებს☝️

წაიკითხეთ სრულად