Baby Bag

506 განკურნებული და 362 გარდაცვლილი - უახლესი მონაცემები კორონავირუსის შესახებ

506 განკურნებული და 362 გარდაცვლილი - უახლესი მონაცემები კორონავირუსის შესახებ

ბოლო მონაცემებით (03.02.2020, 15:45), ახალი კორონავირუსისგან მსოფლიოს მასშტაბით 506 ადამიანი განიკურნა, გარდაცვლილია 362, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 17 485-ს მიაღწია. ამ დროისთვის კორონავირუსის შემთხვევა 25-ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ ფილიპინებში დაფიქსირდა. 44 წლის ჩინელი კაცი ფილიპინებში უხანიდან ჩავიდა. იგი ფილიპინებში ჩასვლამდე იყო კორონავირუსით დაავადებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის მთავარ მიზეზად იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებმაც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსი 1 თვის პაციენტმა დაამარცხა

კორონავირუსი 1 თვის პაციენტმა დაამარცხა

​ქუთაისში, კლინიკა „ლჯ და კომპანიაში“ კორონავირუსი 1 თვის პაციენტმა დაამარცხა. როგორც კლინიკის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, მცირეწლოვანი კლინიკიდან დღეს გაეწერა. 

პაციენტის მკურნალი ექიმი პედიატრ-ინფექციონისტი ნინო ჩაკვეტაძეა.

წაიკითხეთ სრულად