ბოლო მონაცემებით (03.02.2020, 15:45)
ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ ფილიპინებში დაფიქსირდა. 44 წლის ჩინელი კაცი ფილიპინებში უხანიდან ჩავიდა. იგი ფილიპინებში ჩასვლამდე იყო კორონავირუსით დაავადებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის მთავარ მიზეზად იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებმაც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.