30 საათის დაბადებულ ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნული ფაქტი ჩინეთში მოხდა. როგორც ცნობილია, დედა კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.
ექიმები ჯერ ვერ ამბობენ, როგორ და როდის მოხდა ბავშვის დაინფიცირება.
უახლესი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 565-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 1299 პირი. დაავადებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა.