Baby Bag

როდემდე გაგრძელდება ყინვები? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება ყინვები? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ​10-11 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი და ღამის საათებში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5,-8 გრადუსამდე მოსალოდნელი დაწევა საშიშია ციტრუსოვანი კულტურებისთვის.

12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. აღნიშნულ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორი ამინდია მოსალოდნელი სააღდგომო დასვენების დღეებში

როგორი ამინდია მოსალოდნელი სააღდგომო დასვენების დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 აპრილს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 18-19 აპრილს დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +24+29 გრადუსამდე მოიმატებს.

სააგენტოს ცნობით, 21 აპრილიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12+17 გრადუსამდე დაიკლებს.

„​ქალაქ თბილისში 18 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19-21 აპრილს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 18- 20 აპრილს +23+25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 21 აპრილს +17 გრადუსამდე დაიკლებს და დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,“ - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად