Baby Bag

როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას? - გარემოს ეროვნული სააგენტო

როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას? - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 თებერვალს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექინი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. საღამოსთვის ნალექი შეწყდება, ღამის საათებში ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება ძლიერი ყინვა.

15-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსი იქნება.

17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

ქ. თბილისში 14-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამით ტემპერატურა -2, -4, ხოლო დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. 17 თებერვალს დღისით შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს სიურპრიზი მოუწყვეს

9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს სიურპრიზი მოუწყვეს

9 წლის ქაიან ბელქანიამ, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია სახლში ესტუმრნენ და მოისმინეს მისი შეხედულებები ასტრონომიისადმი.

როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სკოლის წერილისა და დამრიგებელ-მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლის ნიჭიერების შესახებ მონაცემები გადაგზავნილიქნა ივნისის თვეში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ელოდებიან შესაბამის რეაგირებას.

შეხვედრისას პატარა ქაიანმა აღნიშნა, რომ მისი ოცნებაა გახდეს კოსმონავტი. 

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქაიან ბელქანიას დაპირდა, რომ შეუძენს პერსონალურ კომპიუტერს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია კი, სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუწევს ფინანსურ დახმარებას.

წაიკითხეთ სრულად