Baby Bag

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იტალიიდან საქართველოში კვირას დაბრუნდა.

,,ბოლო შემთხვევა თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა კვირას თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ იცავს თავს ხალხი კორონავირუსისგან? - ნახეთ ფოტოები

როგორ იცავს თავს ხალხი კორონავირუსისგან? - ნახეთ ფოტოები

კორონავირუსი ყოველდღიურად უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება. ასე რომ, ბუნებრივია, ხალხს სურს ვირუსისგან თავი დაიცვას, ამასთან, ნიღბების დეფიციტია და ყველას არ შეუძლია ხარისხიანი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა. ადამიანები ვირუსისგან თავის დასაცავად კრეატიულ და უცნაურ გზებს მიმართავენ.


ნახეთ ფოტოები

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად