Baby Bag

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა. მას ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ტესტი ჩაუტარდა, შედეგად, ვირუსი აღარ დაუფიქსირდა.

N1პაციენტს გამოჯანმრთელებას ვულოცავთ. ბოქსირებული განყოფილება უკვე დატოვა. ინტერვიუებზე და ტელევიზიებზე უარი თქვა... პაციენტებს გამოჯანმრთელება უსურვა, ექიმებს კი, მადლობა გადაუხადა...“ - წერია ​ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ინფექციურიდან გაწერილი პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩება.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა 50 წლის მამაკაცს (საქართველოს მოქალაქეს), რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მცირეწლოვანი ბავშვი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

ამ დროისთვის სოფელში ეპიდემიოლიგები მუშაობენ. 11 ადამიანს ბიოლოგიური ნიმუში უკვე გაგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. რაც შეეხება წყაროს, მისი დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.


წაიკითხეთ სრულად