8 გამოჯანმრთელებულს შორის ამირან გამყრელიძის შვილი არ არის - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიკოლოზ გამყრელიძე ავრცელებს.
„მეგობრებო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ მე ხომ არ ვარ 8 გამოჯანმრთელებულში, გავრცელდა ინფორმაცია რომ გამომწერეს კლინიკიდან. ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულშემატკივრობისთვის, ძალიან ვაფასებ თანადგომას ესეთ დროს. ჯერჯერობით ჩემი მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა და ვაგრძელებ მკურნალობას თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში. თავს ვგრძნობ ნორმალურად და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალიან მაგარი ექიმების და სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით მალე დავტოვებ კლინიკას. მანამდე ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს სახლში დაბრუნებას და აქ მყოფებს ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას!“ - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.