Baby Bag

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. როცა შემოვიდა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, ამ წუთებში ითვლება, რომ მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მინდა ასევე ვთქვა, რომ ბავშვის დედას, რომელიც მარნეულშია, ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. მას ვირუსი არ დაუდასტურდა, გუშინ აღებული ტესტი უარყოფითია“, - განაცხადა  ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალშობილი მარნეულიდან თბილისში 24 მარტს გადმოიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით.

შეიძლება დაინტერესდეთ

1500 ტიტა გურჯაანელი კაკო პაპას ბაღიდან ექიმებს აჩუქეს - ფოტოები

1500 ტიტა გურჯაანელი კაკო პაპას ბაღიდან ექიმებს აჩუქეს - ფოტოები

1500 ტიტა გურჯაანელი კაკო პაპას ბაღიდან მოქალაქეებმა მადლიერების ნიშნად თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოს ექიმებს აჩუქეს. 

იდეის ერთ-ერთი ავტორია სოფო ახალაია, რომელმაც მეგობრებთან ერთად ტიტები კახეთში შეიძინა და კლინიკის ქალბატონებს მიუძღვნა.

გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილის ისტორია, რომელიც პანდემიის გამო ტიტებს ვეღარ ყიდდა, რამდენიმე დღის წინ ​რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. 63 წლის მეყვავილეს ასეულობით უცნობი ადამიანი დაეხმარა. მეყვავილემ ტიტები ერთ დღეში სრულად გაყიდა. მას მოქალაქეებმა და კომპანიებმა იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე იზარალა.


წაიკითხეთ სრულად