Baby Bag

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. როცა შემოვიდა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, ამ წუთებში ითვლება, რომ მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მინდა ასევე ვთქვა, რომ ბავშვის დედას, რომელიც მარნეულშია, ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. მას ვირუსი არ დაუდასტურდა, გუშინ აღებული ტესტი უარყოფითია“, - განაცხადა  ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალშობილი მარნეულიდან თბილისში 24 მარტს გადმოიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით.

შეიძლება დაინტერესდეთ

100%-იანი ალბათობით საქართველოში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს

100%-იანი ალბათობით საქართველოში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს

სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საიტზე - ​ddi.sutd.edu.sg​ გამოქვეყნდა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს შორის საქართველოცაა. როგორ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში პანდემია 97%-იანი ალბათობით 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით 2020 წლის 25 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს.

,,კვლევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის არის გათვლილი და შესაძლოა, მცირე ცდომელებას შეიცავდეს,'' - აღნიშნავენ კვლევის ავტორები. 

წაიკითხეთ სრულად