Baby Bag

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ​3 აპრილს გვიან საღამოდან 4 აპრილის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,​თუკი შეასრულებთ ყველა აქტივობას მონდომებით, ყველაფერი კარგად იქნება''

,,​თუკი შეასრულებთ ყველა აქტივობას მონდომებით, ყველაფერი კარგად იქნება''

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ უნდა მოიქცეს კორონავირუსით ინფიცირებული. ​MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით​ გთავაზობთ:

,,გადავწყვიტე, ერთად შემეკრიბა ყველა ის რეკომენდაცია, რაც უნდა მიიღოთ პირველადი ჯანდაცვის რგოლისგან, პირველ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც დაგიდასტურდებათ კორონა ვირუსი:

  • პირველ რიგში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. განწყობაზე ბევრია დამოკიდებული
  • თუ კი იღებდით ექიმის დანიშნულებით რაიმე წამალს განაგრძეთ. არ შეწყვიტოთ
  • იმოძრავეთ, არ დაწვეთ (ისე, რომ არ გადაიღალოთ)
  • დაისვენეთ და როდესაც ისვენებთ, შეეცადეთ იწვეთ მუცელზე(მუცელზე წოლა გულ-მკერდის არეში ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, რაც დაგიცავთ
    ​ფილტვისმიერი გართულებისგან)
  • აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები - ბერეთ ბუშტები, ივარჯიშეთ სპეც. სპირომეტრით ან წყლიან ბოთლს გაუკეთეთ ნახვრეტი და მასში აბუყბუყეთ წყალი, საწრუპელის საშუალებით (ნებისმიერი ვარიანტი მისაღებია, იხ. მიბმული ფოტოები)
  • სვით სითხე, მინ. 2 ლიტრ. დღეში, მასში დიდი წილი უნდა იყოს სუფთა წყალი.(პარალელურად, აკონტროლეთ შარდის ფერი- თუ კი იგი მუქი ფერისაა, სავარაუდოდ, თქვენს მიერ მიღებული სითხე საკმარისი არ არის)
  • ტემპერატურის >38 ან/და თავის, სახსრების, კუნთების ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი(იგივე, ნუროფენი, მიგ400).
  • ხშირად გაანიავეთ ოთხი. თუ აივანი გაქვთ გადით
  • თუ ვინმეს აქვს პულსოქსიმეტრი და გათხოვებთ, ძალიან კარგი იქნება, იკონტროლოთ სატურაცია(სისხლში ჟანგბადის გაჯერებულობა, არ უნდა ჩმოსცდეს 94%,თუ ასე მოხდა, დააკვირდით კლების ტენდენციას, ასევე სუნთქვის სიხშირეს)
  • არ მიიღოთ ანტიბიოტიკი(ვირუსს ანტიბიოტიკი არ კურნავს)
  • არ მოითხოვოთ კომპ. ტომოგრაფია!!!! (ესაჭიროებათ მძიმე, სუნთქვის უკმარისობიან პაციენტებს). გახსოვდეთ, 1 გულ-მკერდის კტ. განპირობებული დასხივება = 2 წლის ბუნებრივ დასხივების დოზას!
  • რაციონში მაქსიმალურად შეამცირეთ ტკბილეული
  • არ დაარღვიოთ იზოლაციის წესები, შესაძლოა თქვენ გახდეთ, სხვა ადამიანების ინფიცირების წყარო!

    ​თუკი შეასრულებთ ყველა აქტივობას მონდომებით, ყველაფერი კარგად იქნება

    ​გახსოვდეთ, კოვიდ ინფიციფებულების 80%ს ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება!

და ბოლოს, იმედია, არავის დაგჭირდებათ ეს რეკომენდაციები- აიცერით, მოუწოდეთ სხვებსაც აცრისკენ, ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!,'' - აღნიშნავს ანი ქავთარაძე. 


სუნთქვითი ვარჯიშებისთვის განკუთვნილი სპიტომეტრიხი ყიდება სამედიცინო ტექნიკის მაღაზიებსა და აფთიაქებში.

წაიკითხეთ სრულად