Baby Bag

1500 ტიტა გურჯაანელი კაკო პაპას ბაღიდან ექიმებს აჩუქეს - ფოტოები

1500 ტიტა გურჯაანელი კაკო პაპას ბაღიდან ექიმებს აჩუქეს - ფოტოები

1500 ტიტა გურჯაანელი კაკო პაპას ბაღიდან მოქალაქეებმა მადლიერების ნიშნად თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოს ექიმებს აჩუქეს. 

იდეის ერთ-ერთი ავტორია სოფო ახალაია, რომელმაც მეგობრებთან ერთად ტიტები კახეთში შეიძინა და კლინიკის ქალბატონებს მიუძღვნა.

გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილის ისტორია, რომელიც პანდემიის გამო ტიტებს ვეღარ ყიდდა, რამდენიმე დღის წინ ​რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. 63 წლის მეყვავილეს ასეულობით უცნობი ადამიანი დაეხმარა. მეყვავილემ ტიტები ერთ დღეში სრულად გაყიდა. მას მოქალაქეებმა და კომპანიებმა იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე იზარალა.


შეიძლება დაინტერესდეთ

,,სწორედ აქ სცოდავს ქართული მედიცინა'' - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის დროს ანტიბიოტიკების გამოყენებაზე საუბრობს

,,სწორედ აქ სცოდავს ქართული მედიცინა'' - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის დროს ანტიბიოტიკების გამოყენებაზე საუბრობს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის დროს ანტიბიოტიკების გამოყენებაზე საუბრობს. მისი თქმით, ანტიბიოტიკების მიღება კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის საწყის ეტაპზე არ არის საჭირო, რადგან არ არის ბაქტერიებთან კავშირში, ეს არის სუფთა ვირუსული პნევმონია უშუალოდ კოვიდის ვირუსით გამოწვეული:

,,საქართველოში განსაკუთრებით უყვართ ანტიბიოტიკების გამოყენება და მასიურად ინიშნება. კოვიდის დროს თუ ადამიანი უსიმპტომოა, მაშინ პნევმონია არა აქვს, მაგრამ თუ საშუალო ან მძიმეა პაციენტია, მათ ყველას აქვთ სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ფილტვების ანთება, რომელიც რენტგენზე ან კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ფიქსირდება. თუმცა ეს პნევმონია, დასაწყისში მაინც არ არის ბაქტერიებთან კავშირში, ეს არის სუფთა ვირუსული პნევმონია უშუალოდ კოვიდის ვირუსით გამოწვეული. მთავარი პრინციპი ის არის, რომ ამ სტადიაზე ანტიბიოტიკები არ უნდა გაკეთდეს. სწორედ აქ სცოდავს ქართული მედიცინა. როგორც კი პნევმონიას დააფიქსირებენ, ექიმები თავს იზღვევენ და რაც უფრო ნაკლებად გამოცდილია ექიმი, მით უფრო მეტად იზღვევს თავს და ნიშნავს ანტიბიოტიკებს. ანტიობიოტიკები უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ არის დადასტურებული ან მაღალი ალბათობა, რომ პაციენტს განუვითარდა ბაქტერიული ინფექცია,'' - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად