ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში გუშინ გადაყვანილი პაციენტი მარნეულის კლასტერს წარმოადგენს:
,,5 წლის ბავშვი უკვე დადასტურებული დიაგნოზით გადმოიყვანეს კლინიკაში და მისი ოჯახის წევრებიც დაინფიცირებულნი არიან, თუმცა ისინი სხვაგან მკურნალობენ. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, ბავშვები როგორც წესი, სუბიექტურად კარგად გრძნობენ თავს,“ - დასძინა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
ბოლო მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 420
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 107
- მათ შორის გარდაცვლილი - 5
- კარანტინის რეჟიმში - 5223
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
ავტორი: ნატო ღვინიაშვილი