Baby Bag

ზაფხულის დადგომასთან ერთად COVID19 შესუსტდება

ზაფხულის დადგომასთან ერთად COVID19 შესუსტდება
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ კორონავირუსის პანდემია სუსტდება ცხელ და ნოტიო ატმოსფეროში, მის შესუსტებას ასევე ხელს უწყობს მზის სხივები.

„ჩვენი დაკვირვების შედეგად, ნათელი ხდება რომ მზის სხივებს მძლავრი ეფექტის მოხდენა შეუძლია კორონავირუსის შესასუსტებლად, როგორც ზედაპირზე ასევე ჰაერში,“- განაცხადა შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ბილ ბრაიანმა.

მეცნიერებს გაუჩნდათ მოსაზრება, რომ შესაძლებელია ახალი კორონავირუსი ტემპერატურის მატებასთან ერთად, ანუ ზაფხულის მოსვლასთან ერთად დასუსტდეს.

„ჩვენ მსგავსი ეფექტი ვნახეთ ტემპერატურასა და ტენიანობაზე. ტემპერატურის ან ტენიანობის, ან ორივეს ერთად მატება ვირუსისთვის ნაკლებად ხელსაყრელია“ - დასძინა ოფიციალურმა პირმა და საზოგადოებას წინასწარი კვლევის შედეგები წარმოუდგინა.

ინფორმაციას ​BFMTV ავრცელებს
თარგმნა ნატო ღვინიაშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი უნდა იყოს ანტისხეულების რაოდენობა? - COVID-ისა და ანტისხეულების თემაზე გიორგი ღოღობერიძე საუბრობს

რამდენი უნდა იყოს ანტისხეულების რაოდენობა? - COVID-ისა და ანტისხეულების თემაზე გიორგი ღოღობერიძე საუბრობს

რამდენი უნდა იყოს ანტისხეულების რაოდენობა? - აღნიშნულ თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

ნახეთ ვიდეო☝️


წყარო: ​Usmle

წაიკითხეთ სრულად